ფესტივალის Echo Waves პირველი დღე და სტუმრების შთაბეჭდილებები

08/24/2018
Radio Atinati-ის მიერ

ანაკლიაში მუსიკალურ ფესტივალ Echowaves-ის მთავარ სცენაზე მსმენელის წინაშე Juan Atkins, Dzijan Emin და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი წარსდგა. მათ, ფესტივალის სტუმრებს 2 საათიანი მუსიკალური პროგრამა შესთავაზეს.

„ის რასაც ექო ვეივზე ვუკრავთ, არის ორკესტრისა და ტექნო მუსიკის სინთეზი. დიჟან ემინმა ჩემი მუსიკის ინტერპრერაცია მოახდინა და ელექტრონული მუსიკა საორკესტრო ნაწარმოებად გადრაქმნა. ძალიან საინტერესოა ჩემთვის იმის მოამენა, თუ როგორ უკრავენ ინსტრუმენტალისტები ტექნოს. სკოლოს პერიოდში კლასიკური მუსიკის განათლენა მეც მაქვს მიღებული, მუსიკის თეორიასაც ვსწავლობდი, მაგრამ ამ მიმართულებით სერიოზულად მუშაობაზე მანამდე არ მიფიქრია, ეს ფორმა ჩემთვის ახალი და საინტერესოა“, - თქვა Juan Atkins-მა.

ტურისზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ იორაშვილი ინფორმაციით, ღონისძიების პირველ დღეს Echowaves 4500-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა.

„ფესტივალის პირველმა დღემ საკმაოდ კარგად ჩაიარა. პირველივე დღიდან ოთხივე სცენა იყო დატვირთული და ბევრი საინტერესო არტისტი წარსდგა მსმენელის წინაშე“,- თქვა იორაშვილმა.

რაც შეეხება ჩამოსულ სტუმრების ნაწილს, ისინი ამბობენ რომ ანაკლიაში ოთხი დღის განმავლობაში დარჩებიან და სასურველ შემსრულებლებს დაელოდებიან.

„თურქეთიდან ჩამოვფრინდი, ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი, შარშანაც ვიმყოფებოდი ანაკლიაში. EchoWaves კიდევ უფრო მაგარია. პირველ რიგში Solomun -ის მოსასმენად ჩამოვედი, რაც შეეხება დანარჩენ შემსრულებლებს მათ წარმატებებს ვუსურვებ“, - ამბობს არონ თურანი.

ღონისძიება 23-26 აგვისტოს ორგანიზაცია Anaklia Entertainment Group-ის მიერ, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება და ის ევროპაში ერთ-ერთ ცნობილ ფესტივალ „EXIT”-ის ქოლგის ქვეშ ეწყობა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან