განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves გუშინ, 22 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა სტუმრებს საღამოს ხუთი საათიდან შეეძლოთ.
წუხელვე დაუკრა ერთ-ერთმა ჰედლაინერმა ნინა კრავიცმა.
ფესტივალის წარმომადგენლის ლაშა წურწუმიას თქმით, წელს სცენა კუნძულზეც იქნება განთავსებული, სადაც After Party-ები გაიმართება და სტუმრებს დღის საათებში შეუძლიათ აქ დაისვენონ.
„მოლოდინი გვაქვს ისეთი, რომელიც აქამდე არსოდეს გვქონია. წელს გვაქვს რვა სცენა და ნებისმიერი მსმენელი თავის გემოვნების მუსიკას მოძერბნის. ფესტივალის ტერიტორია სრულიად მზად არის 10 ათასობით სტუმრის მისაღებად. ვისაც უნდა ზაფხულში ყველაზე საუკეთესო დროის გატარება საქართველოში ფარგლებში და არამარტო, მოვიდეს აქ“, - ამბობს წურწუმია.
ფესტივალის ტერიტორიაზე და მიმდებარედ მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ადგილზე გახსნილია ორი სამედიცინო პუნქტი.
რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ფესტივალის სპიკერი ლუკა ჯაშიაშვილი ამბობს, რომ სტუმრების უსაფრთხოებას საქართველოს დაცვის პოლიცია იზრუნვებს. მისივე ცნობით, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისგან მიყენებული ზიანის შემცირებას კი „ორგანიზაციები „SAFE WAVES“ და „მანდალა“ უზრუნველყოფენ.
„პირველი დღიდანვე ჩანს, რომ უკეთესი ფესტივალი იქნება ვიდრე ეს იყო წინა წელს. იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება ოთხივე დღე და იქნება ბევრად უფრო მასშტაბური. შარშანდელთან შედარებით ველოდებით უფრო მეტ სტუმარს“, - ამბობს ჯაშიაშვილი.
FMB-ი მენეჯერი ჯაბა კიკვიძის ინფორმაციით, ფესტივალის ტერიტორიაზე 15-მდე ჯვების ობიექტია გახსნილი და ყველა მათგანი სტუმრებს განსხვავებულ მენიუს სთავაზობს.
Echowaves ანაკლია-განმუხურში 25 აგვისტოს ჩათვლით იმართება, ღონისძიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: / atinati1059
Instagram: / radioatinati1059fm