ELEMENT FEST 2018

08/11/2018
Trek Travel-ის მიერ

ELEMENT Fest-ი არის პროგრესირებადი ახალგაზრდული ფესტივალი. აქ ყოველი აქტივობა დაიგეგმება მონაწილეების სურვილის გათვალისწინებით. სწორედ მონაწილეების მიერ შემატებული ელემენტები წარმოადგენს ფესტივალის მთავარ ქიმიას. ELEMENT Compex-ში დღეის მდგომარეობით მოწყობილია ELEMENT Bar-ი, რომელსაც გააჩნია 5000 კაცზე გათვლილი Dance Floor-ი, მოწყობის პროცესშია ELEMENT CAMP Town, პლაჟის ფრენბურთის მოედანი, პირსი და სხვა ატრაქციები.
პარასკევი, შაბათი, კვირა გაიმართება ელექტრონული მუსიკის ივენთები. დანარჩენ დღეებს დავგეგმავთ მონაწილეთა ჩართულობით. ELEMENT Bar-ში მოხვედრა თავისუფალია.
ELEMENT CAMP Town შემოსაზღვრული ტერიტორიაა სადაც მოხვედრა შეეძლებად მხოლოდ მცხოვრებებს.
ისტორიკოსის, არქეოლოგის, მრავალი წიგნის ავტორის ბატონი გოგიტა ჩიტაიას ჩართულობით მიმდინარეობს სალაშქრო ტურების დაგეგმვა. ასევე მისი რეკომენდაციებით და გამოცემულ ლიტარატურაზე დაყრდნობით ვგეგმავთ კემპინგის ტერიტორიაზე გავაცოცხლოთ ბრინჯაოს ხანის ისტორია (იერარქია, ტრადიციები). ELEMENT CAMP Town-ს ეყოლება მაფა, დიოფალი, დუდკოჩი, მახვამერი, მაჯინე, სხუნუ ყოველ ღამე გაიმართება ჯარალუა.
ლოკაცია: https://goo.gl/maps/hLhaoL2xLXt

ვიდეოები „Trek Travel"-ისგან