ანაკლიის ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის განცხადება
Echowaves Festival-ის საორგანიზაციო გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო და დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს. როგორც საორგანიზაციო გუნდის განცხადებაშია აღნიშნული, ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, ყველა შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობენ. „ფესტივალის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და მეგობრების ჯანმრთელობას. იმ შემთხვევაში, თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართოთ ფესტივალის ტერიტორიაზე მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს, სამედიცინო პუნქტებს, ან SAFEWAVES-ისა და „მანდალას“ მოხალისეებს“, – აღნიშნულია Echowaves Festival-ის განცხადებაში. ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სულ სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი გზაშივე დაიღუპა. შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული. ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES ტარდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაკავება ანაკლიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იმედგაცრუების მიუხედავად მეწარმეებსა და ადგილობრივებს GEM Fe...
Radio Atinati
სამედიცინო დახმარების პუნქტი ანაკლიის ფესტივალზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანაკლიის მუსიკალური ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანაკლიის ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
4 დღიანი ფესტივალის შემდეგ დაცლილი ანაკლია - ადგილობრივების...
Radio Atinati
ტრაგედია ანაკლიის ფესტივალზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი
Radio Atinati