რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი
ანაკლია-განმუხურში, Gem fest-თან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობა საოჯახო ბიზნესების ეფექტურად გამოყენების მიმართულებით დატრენინგდება. ისინი სასწავლო კურსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინენსებული ხუთწლიანი პროექტის ZRDA ფარგლებში გაივლიან. ტრენინგების მიზანია მეწარმეებმა ციფრული მარკეტინგისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებთ საკუთარ ბიზნესს რეკლამირება გაუწიონ. აღნიშნულზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ მედია ტურზე ისაუბრეს. Gem fest-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას თქმით, პროექტ ZRDA-ს ფარგლებში ანაკლია-განმუხურში მოსახლეობამ შეძლო ასეულობით საოჯახო სასტუმრო მოეწესრიგებინა, რომელიც უკვე გამოჩნდა საერთაშორისო საიტებზე. „რამდენიმე თვით ადრე ადამიანებმა ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან და სხვა ქვეყნებიდან უკვე დაჯავშნეს სახლები განმუხურში. ეს იმას ნიშნავს, რომ სამეგრელოს ტურიზმი დგას სწრაფი განვითარების გზაზე“, - განაცხადა სიგუამ. ტურიზმის ეროვნული განვითარების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განმარტებით, მუსიკალური ფესტივალი სარგებლობს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერით და მას რეგიონული განვითარების ფუნქცია აქვს. „სწორედ ამ ფესტივალის მნიშვნელობის გამო ჩაერთო პროექტი ZRDA ანაკლიის განვითარებაში", - აღნიშნა მან. პროექტის ფარგლებში ტრენინგები უკვე გაიარა რამდენიმე მცირე მეწარმემ. მათი თქმით, სასწავლო კურსებზე მიღებული ცოდნა ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებათ, რაც შესაბამისად მათ შემოსავლებზე აისახება. „გვეგონა, რომ ვიცოდით მაგრამ ტრენიგების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვქონია სასწავლი", - თქვა ერთ-ერთმა მცირე მეწარმემ მარინა თოდუამ. წელს ფესტივალის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას სამხარეო ადმინისტრაციაც გეგმავს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსად ნუგზარ გაბელიას თქმით, ფესტივალის ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი საშხაპეები და საპირფარეშოები. ცნობითვის, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში 14 ივლისს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 500-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
რუბრიკა "დილის ჩართვა" (27/07/2016)
Radio Atinati
საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ შოუ ,,ამომრჩევლის ხმა’’ (გადაცე...
Lago TV
კორცხელის მონასტრის რეაბილიტაცია და ყულევისა და ქარიატის წყა...
Radio Atinati
სოფელ საჩინოში აქცია დასრულდა
Radio Atinati
რუხის განვითარების კონცეფციის წარდგენა
Radio Atinati
„იმერეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ...
LDA Georgia
სამეგრელო -ზემო სვანეთის სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შევიდ...
Radio Atinati
ყულევში, ქარიატასა და შუა ხორგაში წყლის პრობლემა აღარ იქნება
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე