სამეგრელო -ზემო სვანეთის სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შევიდა
რეგიონის განვითარების საკონსულტაციო საბჭომ სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის 2015 - 2017 წლების განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილებები განიხილა. ცვლილებები შეეხო ზუგდიდის, მარტვილის, აბაშის და მესტიის მუნიციპალიტეტებს. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელსა და მურშკელში მრავალფუნქციური შენობები აიგება, რომელბშიც ბიბლიოთეკა და სამედიცინო ამბულატორია მოეწყობა, ხოლო ხაიშში, ნაკრაში, ფარსა და ლენჯერში თანამედროვე სპორტული დარბაზი აშენდება. გარდა ამისა, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტეტების რადმენიმე სოფლის დამაკავშირებელ გზებზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება, ხოლო ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყება. აღნიშნული ცვლილებები საკონსულტაციო საბჭოს წევრებს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო. მისი თქმით, არც ერთ პროექტის განხორციელება არ დაგვიანებულა და ისინი გაწერილ გეგმას ეტაპობრივად ახორციელებენ. გაბელიას განმარტებით, აღნიშნული პროექტების სამოქმედო გეგმაში ასახვის შემდეგ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მათი დაფინანსების შესახებ. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული - გუბარნატორი ლევან შონია და ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი დაესწრო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სვანეთის პოლიციის დანაყოფებში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო
დადიანების კვალდაკვალ - Follow in the footsteps of Dadiani
Visit Samegrelo
მოგზაურობა: სამეგრელო-სვანეთი3
Dato Gogishvili
ქეთევან საღინაძე - დადვანური | Ketevan Saghinadze - Dadvanur...
ketevan saghinadze
ნიუპლასტი newplast
newplast Zugdidi ნიუპლასტი ზუგდიდი
აკა მორჩილაძე, „დაკარგული წიგნები“ 📚 კორნელი ბოროზდინი „მოგ...
#newplast #ნიუპლასტი
newplast Zugdidi ნიუპლასტი ზუგდიდი
კომპანია ნიუპლასტი ზუგდიდი NEWPLAST ZUGDIDI
newplast Zugdidi ნიუპლასტი ზუგდიდი