რუხის განვითარების კონცეფციის წარდგენა
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ადგილობრივებს სოფლის განვითარების კონცეფცია ზუგდიდის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დავით კოდუამ და რუხის სავაჭრო ცენტრის დირექტორმა დავით მაჭავარიანმა გააცნეს. ამჟამად რუხში აფხაზეთთან დამაკავშირებელი მთავარი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებს. წოწერიას განმარტებით, უახლოეს პერიოდში ასევე დაგეგმილია ხიდის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობა. კერძოდ, აშენდება ახალი ავტოსადგომი, მოსაცდელები, სკვერი, სველი წერტილები, დაიგება ახალი გზის საფარი. გარდა ამისა, ადგილობრივი მთავრობა რუხის ისტორიული ციხესიმაგრის დატვირთვას სხვადასხვა ახალგაზრდული, სპორტული, მუსიკალური და ფოლკლორული ღონისძიებებით გეგმავს. "მოხდება რუხის ციხის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მისი ღია საგამოფენო სივრცედ გამოყენება. ამავდროუად სოფელში მექანიზატორის ცენტრი აშენდება, სადაც უახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა განთავსდება. ცენტრის შექმნის შემდეგ 50 ადგილობრივი დასაქმდება ", - აღნიშნა წოწერიამ. ამასთან, რუხში მიმდინარეობს საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, რომელიც 220 საწოლზეა გათვლილი. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 264 000 ლარი იხარჯება. სამუშაოებზე 154 ადამიანია დასაქმებული. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება. საავადმყოფო რეგიონის მოსახლეობას და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
რუხის განვითარების კონცეფცია ადგილობრივებს გააცნეს
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
შენთან#12 - ნათალური რუქის მნიშვნელობა ბავშვის აღზრდაში
Shen
რუხში ინგლისური ენის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯ...
Radio Atinati
გაეროს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელი რუხის საავადმყო...
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
USAID-საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი
Radio Atinati
მოხალისეთა საერთაშორისო დღე სამეგრელოში
Radio Atinati
საფეხბურთო აკადემია რუხში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის შეცვლას ხმაური მოჰყვა ზუგდიდის ს...
Radio Atinati