USAID-საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი

20.05.2020 01:33

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა წალენჯიხის სოფელ ფახულანში მდებარე სათბურიდან, რომელიც სწორედ USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა, რამდენიმე ასეული ვარდი შეიძინეს. ორგანიზაციის განმარტებით, ამ სახით მათ მხარი დაუჭირეს სათბურის მფლობელს, ნიაზ შონიას, რადგან მისი საქმიანობა, ისევე როგორც ბევრი სხვა ბიზნესი, კორონავირუსის პანდემიის გამო პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.კამპანიის ფარგლებში ნაყიდი ყვავილები სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს, ასევე ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს, რეფერალური ჰოსპიტალისა და რუხის მულტიფუნქციური კლინიკის მედპრესონალს გადაეცა. "USAID-მა ეს ლამაზი ვარდები სამეგრელოში მდებარე სათბურიდან შეიძინა, რომლიც USAID-ის პროგრამა “ზრდა”-ს მიერ მხარდაჭერილი ბიზნესია. ამ პროგრამის ფარგლებში ხელს ვუწყობთ სოფლის ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. მრავალი სხვა ბიზნესის მსგავსად, ეს ბიზნესიც ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დადგა კორონავირუსის პანდემიის დროს. USAID-ი ამ ლამაზ ვარდებს ზუგდიდის საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალს ჩუქნის, სადაც დღე და ღამე მუშაობენ ექიმები და მედდები, რათა უმკურნალონ კორონავირუსით დაავადებულებს და ასევე სხვა პაციენტებს. ამ ვარდებით მადლობას ვუხდით არამარტო ზუგდიდის საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალს, არამედ ყველა ექიმს მთელ საქართველოში. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში, სხვადასხვა სახის მხარდაჭერას ვახორციელებთ, მათ შორის გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. ვემზადებით პანდემიის შემდგომ პერიოდისთვისაც და ეკონომიკის აღდგენისთვის მთელს საქართველოში, რაც მარტო თბილისს, ბათუმს და სხვა დიდ ქალაქებს არ მოიცავს. 90-იანი წლებიდან, უკვე თითქმის 30 წელია გრძელდება USAID-ის პარტნიორობა საქართველოსთან - მთავრობასთან, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობასთან. პარტნიორობა გრძელდება დღესაც, როცა საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებაში ვეხმარებით და გაგრძელდება და გაიზრდება მომავალშიც. კიდევ ერთხელ, ვსარგებლობთ რა დღევანდელი შესაძლებლობით, გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს სამედიცინო პერსონალს", - აღნიშნა USAID-საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს. USAID-ის პროგრამები ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებას, კლიმატური ცვლილებების შემცირებას, განათლების სისტემის გაუმჯობესებას, უმცირესობების და ხელმოკლე მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკურ და გეოგრაფიულ საზღვრებთან მცხოვრებ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/116211701... Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პიტერ ვიბლერი, USAID საქართველოს მისიის დირექტორი
01:33

პიტერ ვიბლერი, USAID საქართველოს მისიის დირექტორი

გუდავაძე–პატარკაციშვილის ფონდი GPF

სართიჭალაში „აგროკომპლექსის” ხილის შემნახველი საწარმო გაიხსნა
01:47

სართიჭალაში „აგროკომპლექსის” ხილის შემნახველი საწარმო გაიხსნ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს USAID - ის მხარდაჭერით საველე კარვები გადაეცა
02:43

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს USAID - ის მხარდაჭერ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

USAID-ის მხარდაჭერა საქართველოს კერძო სექტორს
07:31

USAID-ის მხარდაჭერა საქართველოს კერძო სექტორს

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

10 შეკითხვა USAID-ის მისიის დირექტორს საქართველოში – ინტერვიუ
17:56

10 შეკითხვა USAID-ის მისიის დირექტორს საქართველოში – ინტერვი...

ბათუმელები / Batumelebi

USAID-ის ახალი პროგრამა
01:16

USAID-ის ახალი პროგრამა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„რუხი მოლში“ „საპარტნიორო ფონდსა“ და „USAID Zrda“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
04:20

„რუხი მოლში“ „საპარტნიორო ფონდსა“ და „USAID Zrda“-ს შორის მე...

Radio Atinati

ბიზნეს ფესტივალი ანაკლიობა დღეს გაიხსნა
03:52

ბიზნეს ფესტივალი ანაკლიობა დღეს გაიხსნა

Radio Atinati

ყველა ვიდეო