სართიჭალაში „აგროკომპლექსის” ხილის შემნახველი საწარმო გაიხსნა
✅ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სართიჭალაში კომპანია „აგროკომპლექსის” ხილის შემნახველი ახალი საწარმოს გახსნას დაესწრო. ადგილზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, გიორგი ხანიშვილი, იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი, ასევე, USAID-საქართველოს მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი, გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და USAID-ის წარმომადგენლები იმყოდებოდნენ. ► შპს „აგროკომპლექსი“ „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 1, 500,000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. ► USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, შპს „აგროკომპლექსის“ თანაინვესტირებით (113 000 აშშ დოლარი) 1 440 მ2 ფართზე აშენდა შენობა და დამონტაჟდა ტენიანობისა და ვენტილაციის მარეგულირებელი სისტემა. ► შპს „აგროკომპლექსის“ სამაცივრე მეურნეობა აღჭურვილია თანამედროვე ULO (Ultra low Oxyge) ტექნოლოგიით, რომლიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტით (74 786 აშშ დოლარი) შეიძინა და 10 სამაცივრე კამერა აღჭურვა. კამერების ჯამური ტევადობა ათასი ტონაა. თანამედროვე ULO ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ ხილმა ერთი წლის შემდეგაც ხიდან მოწყვეტილის იერსახე და ღირებულებები შეინარჩუნოს. ► საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 15 პირი. კომპანია პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. ღონისძიების ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და უცხოელმა სტუმრებმა, პროგრამის „დანერგე მომავალის" ფარგლებში 30 ჰა-ზე გაშენებული სუფრის ყურძნის ბაღები დაათვალიერეს - კომპანიამ ადგილზე, სარწყავი სისტემის მოწყობისათვის 529.379 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო და 3,500,000 ლარის მოცულობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. #ქვემოქართლი2020 #ერთიანიაგროპროექტი #სოფლისმეურნეობა2020 #მთავრობა2020 #USAID
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
სართიჭალაში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაი...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
სართიჭალაში ამოვარდნილმა გრიგალმა კორპუსს სახურავი მთლიანად...
Fridoni Tabatadze
სართიჭალაში ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს 08 -03- 2018
TV4. ge
სართიჭალაში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა 27- 01- 2020
TV4. ge
სართიჭალაში ახალი სასწრაფო-სამედიცინო ცენტრი გაიხსნა 25.01.2...
TV4. ge
სართიჭალაში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
telekompania gurjaani
სართიჭალაში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ სართიჭალაში,დაზიანებული სახურავის
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია