საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს USAID - ის მხარდაჭერით საველე კარვები გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საქართველოში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ორი ერთეული საველე კარავი გადაეცა. პროექტი „ზრდა საქართველოში“ და მისი პარტნიორი - "ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მხარდაჭერით განხორციელდა. კარვების მოცულობა 40 და 20 კვადრატული მეტრია. ორივე მათგანი აღჭურვილია გათბობის სისტემით. კარვებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო ოპერაციების შესრულებისას გამოიყენებს. კარვებში, ასევე, შესაძლებელია საველე ჰოსპიტალის მოწყობაც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი და RDFG კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის უფროსი ვანო გრიგოლაშვილი ესწრებოდნენ. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ეფექტური რეაგირების მიმართულებით, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის პრიორიტეტულია. მეხანძრე-მაშველები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და საველე სწავლებებში. ასევე, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრმა არაერთი პროექტის გახორციელებით მნიშვნელოვნად გააძლიერა სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. უახლოეს მომავალში, RDFG-ის მეშვეობით, დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის სახანძრო კიბის გადმოცემა. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, USAID-ის მხარდაჭერი...
კვირა პლუსი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობისგა...
Emergency Management Service
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, დამატებით სადეზინფე...
Emergency Management Service
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს არასრულწლოვანთა რეფე...
Emergency Management Service
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონური მხარისგან ს...
Emergency Management Service
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეროვნული თავდაცვის ა...
Emergency Management Service
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეროვნული თავდაცვის ა...
Emergency Management Service
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სპეციალური ტექნიკა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო