განმუხურში Echowaves Festival - 2019 გაიხსნა
განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves გუშინ, 22 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა სტუმრებს საღამოს ხუთი საათიდან შეეძლოთ. წუხელვე დაუკრა ერთ-ერთმა ჰედლაინერმა ნინა კრავიცმა. ფესტივალის წარმომადგენლის ლაშა წურწუმიას თქმით, წელს სცენა კუნძულზეც იქნება განთავსებული, სადაც After Party-ები გაიმართება და სტუმრებს დღის საათებში შეუძლიათ აქ დაისვენონ. „მოლოდინი გვაქვს ისეთი, რომელიც აქამდე არსოდეს გვქონია. წელს გვაქვს რვა სცენა და ნებისმიერი მსმენელი თავის გემოვნების მუსიკას მოძერბნის. ფესტივალის ტერიტორია სრულიად მზად არის 10 ათასობით სტუმრის მისაღებად. ვისაც უნდა ზაფხულში ყველაზე საუკეთესო დროის გატარება საქართველოში ფარგლებში და არამარტო, მოვიდეს აქ“, - ამბობს წურწუმია. ფესტივალის ტერიტორიაზე და მიმდებარედ მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ადგილზე გახსნილია ორი სამედიცინო პუნქტი. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ფესტივალის სპიკერი ლუკა ჯაშიაშვილი ამბობს, რომ სტუმრების უსაფრთხოებას საქართველოს დაცვის პოლიცია იზრუნვებს. მისივე ცნობით, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისგან მიყენებული ზიანის შემცირებას კი „ორგანიზაციები „SAFE WAVES“ და „მანდალა“ უზრუნველყოფენ. „პირველი დღიდანვე ჩანს, რომ უკეთესი ფესტივალი იქნება ვიდრე ეს იყო წინა წელს. იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება ოთხივე დღე და იქნება ბევრად უფრო მასშტაბური. შარშანდელთან შედარებით ველოდებით უფრო მეტ სტუმარს“, - ამბობს ჯაშიაშვილი. FMB-ი მენეჯერი ჯაბა კიკვიძის ინფორმაციით, ფესტივალის ტერიტორიაზე 15-მდე ჯვების ობიექტია გახსნილი და ყველა მათგანი სტუმრებს განსხვავებულ მენიუს სთავაზობს. Echowaves ანაკლია-განმუხურში 25 აგვისტოს ჩათვლით იმართება, ღონისძიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ECHOWAVES Festival - 22 აგვისტო
Radio Atinati
ანაკლია-განმუხურში ECHOWAVES 2019-ისთვის ემზადებიან
Radio Atinati
4 დღიანი ფესტივალის შემდეგ დაცლილი ანაკლია - ადგილობრივების...
Radio Atinati
სანდრა რულოვსი განმუხურში ახალგაზრდებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ადვოკატი: GEMFest-ზე დაკავებული ნა...
Radio Atinati
მაია ჭიჭინაძე - ,,პრატაპ’ ს სიგნიჩას’’ ოპერაციული მენეჯერი
Radio Atinati
განმუხურში 15 სთ-ის მონაცემებით ხმა 328 ამომრჩეველმა მისცა
Radio Atinati
Gem fest - ის ოფიციალური გახსნა
Radio Atinati