მაია ჭიჭინაძე - ,,პრატაპ’ ს სიგნიჩას’’ ოპერაციული მენეჯერი
განმუხურში მდებარე 5–ვარსკვლავიანი კოტეჯური კონცეფციის სასტუმრომ Anaklia Resort Pratap’s Signature-მა ახალი ტურისტული სეზონი 1 ივნისს გახსნა. ,,პრატაპ’ ს სიგნიჩას’’ ოპერაციული მენეჯერის, მაია ჭიჭინაძის თქმით, მანამდე სასტუმრო მთელი ერთი წელი საკარანტინე სივრცედ გამოიყენებოდა. მას შემდეგ, რაც სასტუმრო განაახლეს და სეზონი გახსნეს, საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტების ჯავშნებმაც მოიმატა. ,,ჯავშნები გვაქვს საქართველოდან, ძალიან აქტიურობს „გალფის“ ქვეყნები, აქტიურობს რუსეთი, პოლონეთი, ყაზახეთი. ჩემი აზრით, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ქუთაისში ახალი ფრენები დაემატა ხელმისაწვდომი ფასებით. ივლისი - აგვისტო დატვირთული გვაქვს. მოგეხსენებათ, აგვისტოში ასევე იმართება ფესტივალი. 19 აგვისტოდა 23-მდე და სასტუმროს 70% თითქმის უკვე გაყიდულია’’. როგორც მაია ჭიჭინაძე განმარტავს, თანამშრომლები სრულად შეინარჩუნეს, მომსახურების ფასები კი დაწიეს, თუმცა მისი თქმით, ეს მიდგომა ცუდად აისახა სასტუმროს ბიუჯეტზე. ,,ფასები, რა თქმა უნდა, დავწიეთ. ეს მარტო ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, მთელ საქართველოში მოხდა ფასების გადაკორექტირება და ჩვენც შესაბამისად მოვერგეთ წლევანდელ ბაზარს. თუმცა ეს სასტუმროს ბიუჯეტზე ძალიან ცუდად აისახება. თანამშრომლები სრულად შევინარჩუნეთ, რაც ნამდვილად ჩვენი მფლობელების დამსახურებაა იმიტომ, რომ თუნდაც საკარანტინე პერიოდშიც „სტაფი“ სრულად იყო დასაქმებული. წელს დავიმატეთ კიდეც თანამშრომლები, რადგან სასტუმროში ბევრი რამ განვაახლეთ’’. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter:https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
კოლხეთის სამეფოს სასტიკი წესები
Toma Chagelishvili
ჩანახატი - დოდო ჭიჭინაძე
TV IMEDI
"ბიზნესაქტივობის მაღალი კონცენტრიაცია დედაქალაქში" - სტუმრებ...
The Association of Young Financiers and Businessmen
2024 წლის 28 მარტის საოპერო სტუდიის დადგმა მოცარტის "ჯადოსნუ...
Tbilisi State Conservatoire
მაია
Maia Narsia
მაია
teona mjavanadze
ღამის შოუ | 9 ივლისი, 2021 წელი
TV IMEDI
„მაია წყნეთელი“ - ახალი ციფრული ვერსია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster