მარინა თოდუა - საოჯახო სასტუმროს ,,თეთრი სახლი ანაკლიაში’’ მეპატრონე
სანაპიროსთან სიახლოვეს მდებარე სასტუმრო ,,თეთრი სახლი ანაკლიაში’’ სტუმრების მისაღებად განსაკუთრებულად მოემზადა. სასტუმრეს მეპატრონემ მარინა თოდუამ, რადიო ,,ათინათს’’ უთხრა, რომ ზაფხულის სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განაახლა და დაგეგმა ღონისძიებები, რომლებიც აქ ჩამოსული მოგზაურებისთვის მიმზიდველი უნდა აღმოჩნდეს. ,,ძალიან კარგად მოვემზადეთ წელს, დავამატეთ კვების ობიქტი, უფრო უკეთ მოვამზადეთ ყველაფერი, დავამატეთ ახალი თანამშრომლები. გვყავს ძალიან ცნობილი ბარმენი, რომელსაც დავტოვებ საიდუმლოდ, საინტერესო რომ იყოს უფრო და ამიტომ არ ვიტყვი სახელსა და გვარს. ძალიან კარგი რაღაცები გვაქვს დაგეგმილი. ვფიქრობთ, რომ ბევრი აქტივობა გვექნება და ბევრად საინტერესო და მიმზვიდველი ვიქნებით წელს ვიდრე შარშან’’. ნომრების წინასწარი ჯავშნები ახლაც აქვს, თუმც ისე აქტიურად არა, როგორც პანდემიამდელ პერიოდში. მარინას ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სასტუმროს ნომრის ფასი არ გაუზრდია. ამბობს, რომ, შარშან მისი ბიზნესი ადგილობრივი ვიზიტორების ხარჯზე გადარჩა. ,,მე ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი ქართველების, ამ შიდა ტურიზმმა გადაგვარჩინა და ბევრმა აღმოგვაჩინა, სხვათა შორის. გვეგონა, ჩვენ გვიცნობდნენ უკვე და ჩვენი სტუმრები ბევრს გადასცემდნენ და მოდიოდნენ, მაგრამ ბევრმა ანაკლია აღმოაჩინა და ძალიან მადლიერი ვარ ქართველების, რომ ასე მხარში დაგვიდგნენ’’, - ამბობს საოჯახო სასტუმროს მეპატრონე. მარინა თოდუა ზღვაზე დამსვენებელს პირველი ივლისიდან ელოდება. აპრილსა და მაისში თითო-ოროლა სტუმარი მიიღო, საქმიანი ვიზიტით ჩასულ სტუმრებსაც გაუმასპინძლდა. ამბობს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად სვანეთისკენ მიმავალი ტურისტების სიმრავლე, მის ბიზნესზეც მოქმედებს. ,,როცა სვანეთში მიდის ტურისტი და მეტი დამსვენებელია, ეს ჩვენზეც გავლენას ახდენს , იმიტომ რომ სვანეთში ბევრი წამსვლელი შემოივლის ჩვენთან, ერთი ან ორი დღე რჩება და შემდეგ მიდის სვანეთში, უკანა გზაზეც შემოდიან. ჩვენ უფრო საქმიანი ვიზიტით გვყავდა სტუმრები, ზღვაზე ჩამოსული ტურისტი ჯერ არ მიმიღია. სხვათა შორის პანდემიიდან გამომდინარე, როცა დათბა ბევრი ჩამოვიდა, რომ სუფთა ჰაერზე ყოფნილიყო და დაესვენა“. მარინა თოდუა, წინა წელთან შედარებით, წელს უფრო იმედიანადაა. მიიჩნევს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა და დაგეგმილი ფესტივალი უცხოელ ტურისტებსაც შემოიყვანს ანაკლიაში. ფიქრობს, რომ Echowaves-ის ფესტივალი უფრო ხანგრძლივი დროით უნდა ტარდებოდეს ანაკლიაში. ,,წელს ცოტა უკეთესი პირობებია ამ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით, უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე შარშან და ვნახოთ, შეიძლება, უფრო უცხოელებიც შემოვიდნენ. ახლა ავია-ხაზები როგორც ვიცით, აღდგა, კიდევ ახალი დაემატა და ამიტომ იმედი გვაქვს. თუმცა არ არის ეს საკმარისი, 4-დღიანი ფესტივალი ვერ ,,ამოქაჩავს’’ ჩვენს ბიზნესს. ეს არის ძალიან მინიმალური, ისიც კარგია, კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთკვირიანი მაინც რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა. უფრო შედეგი იგრძნობოდა და ხელჩასაჭიდი იქნებოდა ჩვენთვისაც, მაგრამ სულ არაფერს ჯობია’’. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinat. .
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი
Radio Atinati
#დღისკოდი მსოფლიო და პოლიტიკური კლიმატი #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი კლიმატური ცვლილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ყველათაობა მზიური "დაჰკარი დაბდაფებს" 1973.წელი (46)
#ყველათაობა
#დღისკოდი პოლიტიკური კლიმატი - სტუმარი: შოთა კაკაბაძე - საქ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არასამთავრობოები და ოპოზიცია საკრებულოს დღევანდელ სხდომას უა...
Radio Atinati
ჩვენი საქართველო „ოდაბადე“ (სერია 5)
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
Livepress. ge