ფესტივალის Echo Waves პირველი დღე და სტუმრების შთაბეჭდილებები
ანაკლიაში მუსიკალურ ფესტივალ Echowaves-ის მთავარ სცენაზე მსმენელის წინაშე Juan Atkins, Dzijan Emin და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი წარსდგა. მათ, ფესტივალის სტუმრებს 2 საათიანი მუსიკალური პროგრამა შესთავაზეს. „ის რასაც ექო ვეივზე ვუკრავთ, არის ორკესტრისა და ტექნო მუსიკის სინთეზი. დიჟან ემინმა ჩემი მუსიკის ინტერპრერაცია მოახდინა და ელექტრონული მუსიკა საორკესტრო ნაწარმოებად გადრაქმნა. ძალიან საინტერესოა ჩემთვის იმის მოამენა, თუ როგორ უკრავენ ინსტრუმენტალისტები ტექნოს. სკოლოს პერიოდში კლასიკური მუსიკის განათლენა მეც მაქვს მიღებული, მუსიკის თეორიასაც ვსწავლობდი, მაგრამ ამ მიმართულებით სერიოზულად მუშაობაზე მანამდე არ მიფიქრია, ეს ფორმა ჩემთვის ახალი და საინტერესოა“, - თქვა Juan Atkins-მა. ტურისზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ იორაშვილი ინფორმაციით, ღონისძიების პირველ დღეს Echowaves 4500-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა. „ფესტივალის პირველმა დღემ საკმაოდ კარგად ჩაიარა. პირველივე დღიდან ოთხივე სცენა იყო დატვირთული და ბევრი საინტერესო არტისტი წარსდგა მსმენელის წინაშე“,- თქვა იორაშვილმა. რაც შეეხება ჩამოსულ სტუმრების ნაწილს, ისინი ამბობენ რომ ანაკლიაში ოთხი დღის განმავლობაში დარჩებიან და სასურველ შემსრულებლებს დაელოდებიან. „თურქეთიდან ჩამოვფრინდი, ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი, შარშანაც ვიმყოფებოდი ანაკლიაში. EchoWaves კიდევ უფრო მაგარია. პირველ რიგში Solomun -ის მოსასმენად ჩამოვედი, რაც შეეხება დანარჩენ შემსრულებლებს მათ წარმატებებს ვუსურვებ“, - ამბობს არონ თურანი. ღონისძიება 23-26 აგვისტოს ორგანიზაცია Anaklia Entertainment Group-ის მიერ, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება და ის ევროპაში ერთ-ერთ ცნობილ ფესტივალ „EXIT”-ის ქოლგის ქვეშ ეწყობა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
განმუხურში Echowaves Festival - 2019 გაიხსნა
Radio Atinati
ECHOWAVES Festival - 22 აგვისტო
Radio Atinati
მარინა თოდუა - საოჯახო სასტუმროს ,,თეთრი სახლი ანაკლიაში’’...
Radio Atinati
Echowaves ფესტივალის განცხადება
TV Pirveli
#ნაშუადღევს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანაკლიის ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
4 დღიანი ფესტივალის შემდეგ დაცლილი ანაკლია - ადგილობრივების...
Radio Atinati
Echowaves - ფესტივალის მეორე დღე ანაკლიაში
Radio Atinati