MOE: სამცხე-ჯავახეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა მონიტორინგი ჩაატარა
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ბორჯომი, ადიგენი, ახალციხე) არსებული სიტუაციის შესწავლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება. ღონისძიება განხორციელდა დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს - აღმოსავლეთ ცენტრალური სამსახურის და ცენტრალური აპარატის თანამშრომლების მიერ, რაც მიზნად ისახავს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის აღკვეთას. დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით: - შედგენილია 30 ოქმი; - ჯარიმების საერთო რაოდენობა აღემატება 30 000 ლარს; - ჩამორთმეულ იქნა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე (სამასალე მორი). საქმის მასალები გამოძიებისათვის გადაეცა პოლიციას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. დეპარტამენტს ანალოგიური ღონისძიებების განხორციელება დაგეგმილი აქვს საქართველოს სხვა რეგიონებშიც, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის ეფექტურად განხორციელებას და სამართალდარღვევათა შემაკავებელი სისტემის ჩამოყალიბებას. ცნობისათვის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 14 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით გამოვლენილი იქნა სამართალდარღვევის 118 ფაქტი, მათ შორის: - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 109 ფაქტი; - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე 9 ფაქტი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: სამცხე-ჯავახეთში არსებული სიტუაციის შესწავლა და პრევენც...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამართალდა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სამცხე-ჯავახეთში დიდი რაოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სიუჟეტი სამცხე-ჯავახეთში გამოვლენილი კანონდარღვევების შ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: არარეგისტრირებული სახერხი საამქროები სამცხე-ჯავახეთში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არარეგისტრირებული სახერხი საა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონო თე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ბორჯომის ტყეში ფერომონების (მწერსაჭრების) განთავსება და...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო