MOE: სამცხე-ჯავახეთში არსებული სიტუაციის შესწავლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება განხორციელდა
06/25/2013
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ბორჯომი, ადიგენი, ახალციხე) არსებული სიტუაციის შესწავლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.
ღონისძიება განხორციელდა დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს - აღმოსავლეთ ცენტრალური სამსახურის და ცენტრალური აპარატის თანამშრომლების მიერ, რაც მიზნად ისახავს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის აღკვეთას. დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით:
- შედგენილია 30 ოქმი;
- ჯარიმების საერთო რაოდენობა აღემატება 30 000 ლარს;
- ჩამორთმეულ იქნა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე (სამასალე მორი). საქმის მასალები გამოძიებისათვის გადაეცა პოლიციას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.
დეპარტამენტს ანალოგიური ღონისძიებების განხორციელება დაგეგმილი აქვს საქართველოს სხვა რეგიონებშიც, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის ეფექტურად განხორციელებას და სამართალდარღვევათა შემაკავებელი სისტემის ჩამოყალიბებას.
ცნობისათვის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 14 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით გამოვლენილი იქნა სამართალდარღვევის 118 ფაქტი, მათ შორის:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 109 ფაქტი;
- სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე 9 ფაქტი.