არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი


არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, კახეთის პოლიციამ მამა დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავის ორი წლის შვილს ფიზიკურად გაუსწორდა. მცირეწლოვან ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა აქვს. ის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორი წლის გოგონა პანკისის ხეობის მკვიდრია და ის ადგილობრივ კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. თუმცა, მძიმე დაზიანებების გამო, მისი გადმოყვანა თბილისში გახდა საჭირო.

გამოძიება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან