არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ზ.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

11.03.2021 02:34

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანში მომხდარი არასრულწლოვნის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მცდელობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის  ფაქტებზე ზ.შ.-ს ბრალდება წარუდგინა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების საწყის ეტაპზე დადგინდა, რომ  9 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ.შ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეზე  ფიზიკურად იძალადა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.  ასევე გამოძიებით დადგენილია, რომ ძალადობის დროს ზ.შ.-მ  მეუღლის მიმართულებით, რომელსაც 11 თვის შვილი  ხელში ეჭირა, ლითონის ანთებული ღუმელი ისროლა და მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული ჰქონდა ასეთ ვითარებაში მცირეწლოვანის მიმართ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების შესაძლებლობა,  საფრთხე შეუქმნა უმწეო მდგომარეობაში მყოფ მცირეწლოვანს. დანაშაულის ჩადენის დროს  ზ.შ.-მ  სცადა მეუღლისთვის ძალადობრივად ბავშვის წართმევა. განხორციელებულმა ძალადობამ და შედეგისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ 11 თვის ბავშვის  გარდაცვალება გამოიწვია. სრულად: https://pog.gov.ge/news/prokuraturis-...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

როგორ ჰყიდდნენ ნარკოტიკს ღამის კლუბებში - შსს-ს ბრიფინგი
05:00

როგორ ჰყიდდნენ ნარკოტიკს ღამის კლუბებში - შსს-ს ბრიფინგი

MULTIMEDIA GE

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი
02:14

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პირი დააკავა
00:12

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სახელმწიფო ინსპექტორის შეხვედრა მედიასთან
05:51

სახელმწიფო ინსპექტორის შეხვედრა მედიასთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოკლეს თუ თავი მოიკლა?
04:18

მოკლეს თუ თავი მოიკლა?

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მინისტრის საათი პარლამენტში
08:03

მინისტრის საათი პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ლუკა სირაძის ოჯახის განცხადება
01:03

ლუკა სირაძის ოჯახის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპყრობილეში არასრულწლოვნის გარდაცვალება - ექსპერტიზის დასკვნა 2 დღეში გახდება ცნობილი
03:21

საპყრობილეში არასრულწლოვნის გარდაცვალება - ექსპერტიზის დასკვ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო