შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პირი დააკავა

18.03.2018 00:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ი.კ. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს ქალაქ კასპში თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა, რა დროსაც 2008 წელს დაბადებულ ქვეითად მოსიარულე მ.გ.-ს შეეჯახა. არასრულწლოვანი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სასამარლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური, ტოქსიკოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები. გამოძიებამ დაადგინა ი.კ.-ს ბრალეულობა. პოლიციამ იგი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. Facebook :   / miaofgeo   Twitter :   / miaofgeorgia   Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პოლიციამ კასპში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა
00:23

პოლიციამ კასპში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მკვლელობა კასპში
03:01

მკვლელობა კასპში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ კასპში მომხდარი მკვლელობა გახსნა
00:36

შსს-მ კასპში მომხდარი მკვლელობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ კასპში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა
00:20

პოლიციამ კასპში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
00:20

პოლიციამ კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ კასპში მომხდარი ქურდობის სამი ფაქტი გახსნა
00:34

პოლიციამ კასპში მომხდარი ქურდობის სამი ფაქტი გახსნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამართალდამცველებმა მძევლები გაათავისუფლეს
03:53

სამართალდამცველებმა მძევლები გაათავისუფლეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მძევლების გათავისუფლების საქმე
01:33

მძევლების გათავისუფლების საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო