მძევლების გათავისუფლების საქმე
კასპში მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის წარუდგენენ. ის ამ დროისთვის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. დღის ბოლოსთვის მასთან ადვოკატი აპირებს შეხვედრას. უფლებადამცველი ამბობს, რომ ის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ადვოკატზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც მას სავალდებულო წესით დაენიშნა დამცველი. რაც შეეხება მომხდარს, ის ადვოკატთან არც ამის შესახებ საუბრობს. მისი ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ კასპის ქვის საამქროში მენაბდიშვილს წილი ჰქონდა, რომლის დათმობასაც კონკრეტული პირები აიძულებდნენ. მათივე ცნობით, მენაბდიშვილმა პოლიციასაც მიმართა, რაზეც ოფიციალური ინფორმაციით, მუქარის ფაქტზე დაიწყო ძიება. გიორგი მენაბდიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების ყოფილი თანამშრომელია. პოლიციის რიგები მან პირადი განცხადებით, 2018 წელს დატოვა. მენაბდიშვილმა ორი პირი გუშინ კასპში, ქვის საამქროში მძევლად აიყვანა. ის სანადირო თოფით იყო შეიარაღებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მძევლების სიცოცხლე ამ დრომდე საფრთხეშია / ახალი გარემოებები...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო მოქმედებები ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბადრი ესებუა დაკავებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster