თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე


20-მდე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ამ დრომდე საფრთხეშია. მეშვიდე საათია, ქალაქ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ოფისში შეიარაღებული თავდამსხმელია შეჭრილი და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, საკუთარ პირობებს აყენებს. ის თანხას და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

ბანკის შენობა სამართალდამცავების მიერ არის შემოსაზღვრული, მიმდებარე ტერიტორიებიდან გაყვანილია მოსახლეობა. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და სამხედრო ტექნიკა. ზუგდიდში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. 

თავდამსხმელთან უკვე რამდენიმე საათია, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შედეგად, მძევლების ნაწილი უკვე გათავისუფლებულია. ნახევარი მილიონი დოლარი და ტერიტორიის ვერტმფრენით დატოვება, გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის  მოთხოვნები, რასაც თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ აყენებს. ულტიმატუმი მან ერთ-ერთი მძევლის დახმარებით, ორი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გააჟღერა.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფები შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში მუშაობენ, პირდაპირი ჩართვა ზუგდიდიდან, მერაბ წულუკიძეს ვრთავთ ეთერში - რა ხდება ამ წუთებში გამსახურდიას ქუჩაზე?

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან