ბადრი ესებუას სასამართლო
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას პროცესზე, ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დაკითხული მოწმის განცხადებით, ქუჩაში შეიარაღებულმა ადამიანმა მას ავტომობილი გააჩერებინა და თავი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მიაყვანინა. მისი თქმით, მან დაინახა როგორ შევიდა აღნიშნული პირი ბანკში და გაიგონა იარაღის გასროლის ხმაც. ამასთან, ბანკში მყოფი ყოფილი მძევლები ყვებიან, როგორ ემუქრებოდა მათ შენიღბული და შეიარაღებული ადამიანი, როგორ ითხოვდა ნახევარ მილიონ დოლარს და როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. მოწმეები ყვებიან, თუ როგორ გაუჩინარდა ფულთან ერთად თავდამსხმელი წალენჯიხის რაიონის სოფელ კირცხში. მათი თქმით, თავდამსხმელი შენიღბული იყო და ამოცნობა არ შეუძლიათ. დაიკითხა ასევე წალენჯიხის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელმაც მძევლების დახსნის ოპერაციაზე ისაუბრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბადრი ესებუას სასამართლო
TV IMEDI
ბადრი ესებუას სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბადრი ესებუას სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბადრი ესებუას სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი
Formula News
ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი
Formula News
ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster