ისრაელი 300 პალესტინელი პატიმრის სიას აქვეყნებს, რომლებიც შესაძლოა გაათავისუფლონ ისრაელის მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში. 300-დან 287 პატიმარი არის 18 წლამდე ასაკის მამაკაცი. მათი უმეტესობა დასავლეთ ნაპირსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში არეულობისა და ქვების სროლისთვის არის დაკავებული. დანარჩენი 13 პირი კი ზრდასრული ქალია, ისინი გასამართლებულია არიან დაჭრის მცდელობისთვის.
ისრაელმა და „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ოთხი დღის განმავლობაში სულ 50 მძევალი გათავისუფლდება. ამ პერიოდში ბრძოლები დროებით შეწყდება. ამასთან, „ყოველი დამატებითი ათი მძევლის გათავისუფლება გამოიწვევს დამატებით ერთდღიან პაუზას“. „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელი 50 მძევლის სანაცვლოდ, 150 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. კატარში, რომელიც მოლაპარაკებებში მთავარი შუამავლის როლს ასრულებდა, აცხადებენ, რომ შეთანხმება ჰუმანიტარული პაუზების შესახებ მიღწეულია.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ პაუზა ოთხ დღეს გასტანს, რაც შესაძლოა გახანგრძლივდეს. რამდენადაც ცნობილია, პაუზების დაწყების ზუსტი დრო 24 საათის განმავლობაში გაირკვევა. კატარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საომარი მოქმედებების დროებით შეწყვეტა, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის საწვავის დიდი რაოდენობით შეგზავნას შესაძლებელს გახდის.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.