საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში


139-მდე გაიზარდა ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი - მათ შორის 39 ბავშვი და 22 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა 1000-ს აღემატება. ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია მოძრაობა „ჰამასის“ ათობით მებრძოლი.

პალესტინური მხარის ცნობით, მჭიდროდ დასახლებულ ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, ორი ოჯახის შვიდი წევრი დაიღუპა. გადარჩა მხოლოდ ხუთი თვის ჩვილი, რომელიც ნანგრევებში იყო მოყოლილი.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ღაზაში დაშავებულთა დასახმარებლად, ეგვიპტემ სასწრაფო დახმარების ათი ეკიპაჟი გაგზავნა. დაშავებულები ეგვიპტის საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

ისრაელის მხარე იუწყება, რომ გასული ღამის განმავლობაში აშდოდისა და ბეერ-შევას მიმართულებით, ღაზას სექტორიდან 200-მდე რაკეტა გაუშვეს.  ბეერ-შევაში იერიშის შედეგად დაშავებული 19 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

მოძრაობა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ვითარების ესკალაციის გამო, თელ-ავივში ჩავიდა შეერთებული შტატების წარმომადგენელი ჰადი ამრი. ამერიკელი დიპლომატი მონაწილეობას მიიღებს ისრაელის, პალესტინელებისა და გაერო-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან