საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში


„ისრაელი ღაზას სექტორში ტერორისტულ სამიზნეებზე დარტყმებს გააგრძელებს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ძალების შტაბბინაში გამართული სხდომის შემდეგ. ოფიციალური ინფორმაციით, განადგურებულია „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბები. ამასთან, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშები გრძელდებოდა გვიან ღამით, კერძოდ, განგაშის სირენები ისმოდა ქალქებში სდეროთში, ბერშევასა და აშკელონში. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ისრაელის მიმართულებით ღაზადან 90 რაკეტა ისროლეს. ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობის ესკალაციას გასული კვირის დასაწყისიდან, ისრაელში ათი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ანკლავში გარდაცვლილია 210-ზე მეტი ადამიანი, მათგან ათობით ბავშვი. დაპირისპირების დაწყებიდან, ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქების მიმართულებით სამი ათასამდე რაკეტა გაუშვეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან