მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა
ქუთაისში რვასაათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია. 12-ვე მძევალი თავისუფალი, თავდამსხმელი კი დაკავებულია. რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების პროცესი დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო. ბანკში შეჭრილ ნიღბიან თავდამსხმელს ოთხი მოთხოვნა ჰქონდა: ორი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, ანკესი და რუსეთის დროშა. ის სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული და ასაფეთქებელი მოწყობილობებით, ასევე ხელყუმბარით და დანით შეიარაღებული. დღის განმავლობაში პერიოდულად სოციალური ქსელით ვრცელდებოდა კადრები ბანკის შენობიდან, ერთ-ერთი მძევლის საშუალებით გახმოვანდა მოთხოვნებიც. ქუთაისში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. უცნობია, წარიმართა თუ არა ბანკში შეჭრილ დამნაშავესთან მოლაპარაკებები და რა ვითარებაში მოხდა მისი აყვანა. თავდამსხმელის დაკავების შესახებ ინფორმაციის დადასტურებამდე ადგილზე გაისმა სროლის ხმაც. ტერორისტული აქტის გარდა საქმე კიდევ რამდენიმე მუხლით არის აღძრული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სპეცოპერაციის შედეგად ყველა მძევალი თავისუფალია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სპეცოპერაცია ზუგდიდში - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ღაზას სექტორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster