ევროკავშირი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს
ევროკავშირი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის დარიგებისას 100-ზე მეტი პალესტინელის დაღუპვის საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს. ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ გამოძიება მომხდარის დეტალებს ნათელს მოჰფენს. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას ისრაელი ატარებს და ამიტომ საერთაშორისო ნორმებისა და ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვაზე პასუხისმგებლობაც სწორედ მას ეკისრება. მისივე თქმით, დაუსრულებელი სამხედრო მოქმედებები და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების იგნორირება სრულ ქაოსს გამოიწვევს, რაც ჰუმანიტარული დახმარების დარიგებას შეუძლებელს გახდის. ბორელმა საკუთარ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაგმო „ჰამასის“ თავდასხმები ისრაელზე და გატაცებული მძევლების გათავისუფლება მოითხოვა. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ისრაელისა და „ჰამასის“ მოლაპარაკებების მონაწილეთა ძალისხმევას. პარალელურად, ბორელი გმობს ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებაზე დაწესებულ შეზღუდვებსაც და მოუწოდებს ისრაელს ითანამშრომლოს გაერო-სა და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, რათა ღაზაში დახმარების დარიგება დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ მოხდეს. შეგახსენებთ, 29 თებერვალს, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემისას 112 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა. მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობი რჩება. „ჰამასი“ ისრაელის არმიას პალესტინელების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, რასაც ისრაელი უარყოფს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ალექსეი ნავალნის სიკვდილი - საერთაშორისო გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავებული ჟურნალისტის ვიდეოკადრები - საერთაშორისო გამოხმაურ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქციები სერბეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზელენსკი ომის დანაშაულების გამოძიებას ითხოვს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთის ბრალდება აზერბაიჯანულ მხარეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 20 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 20 მაისი, 2024
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადამიანის უფლებები ოკუპირებულ რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster