სომხეთის ბრალდება აზერბაიჯანულ მხარეს
სომხეთი აზერბაიჯანს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს და საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ითხოვს. სომხური მედიის ინფორმაციით, „ტელეგრამის“ არხებზე გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჯარისკაცების მკვლელობაა და წამებაა ასახული. მათ შორის ქალების. „სომხეთი ითხოვს მკაფიო შეფასებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ამ და წინა პერიოდში ჩადენილი საშინელი სამხედრო დანაშაულების შესახებ“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში. ნიკოლ ფაშინიანი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, კატეგორიულად დაგმოს დანაშაული და მიიღოს შესაბამისი ზომები აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად. გავრცელებულ ვიდეომასალაზე განცხადება გააკეთა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა. „თუ ამ კადრების ავთენტურობა დადასტურდება, მაშინ ეს არის ომის დანაშაული, რომელიც უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, – აღნიშნა ტოივო კლაარმა. საპასუხოდ, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ სრულყოფილად იძიებენ ამ კატეგორიის ვიდეოების ნამდვილობას. შედეგების მიხედვით, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 23 დეკემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება რთულდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 22 თებერვალი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის პასუხი კრემლის ბრალდებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მეზობ...
PalitraNews