სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში
ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას პირისპირ შეხვდა. მხარეები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართვლოში დღეს დილის 10 საათზე ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდა. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ვიზიტით უკვე მეორედ სტუმრობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს, რის შემდეგაც, ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა შეხვედრები. წინასწარ ცნობილია, რომ აუდიენციის ფარგლებში, მხარეებს შორის ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება იქნება განხილული. დაგეგმილია სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთის პრემიერის ვიზიტი დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დასრულდა ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში
რადიო თავისუფლება
ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Վարչապետների համատեղ ասուլիս / პრემიერ მინისტრების ბრიფინგი
Armenian Community of Georgia
Համատեղ ասուլիս / ერთობლივი ბრიფინგი
Armenian Community of Georgia
ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster