#მოამბე 21 საათზე, 22 თებერვალი, 2024 #LIVE

22.02.2024 01:03:44

• შალვა პაპუაშვილის ბოლო ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის თავმჯდომარის რანგში - მოვლენების შეჯამება 2020 წლიდან და მთავარი აქცენტები; ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, ხელისუფლების ისტორიული ნაბიჯები, პრიორიტეტები და მწვავე პოლიტიკური დებატები საკანონმდებლო ორგანოში • არჩევნების მოახლოებასთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობაში“ რევოლუციაზე საუბარი აქტიურდება - დეპუტატ ჯანაშიას განცხადებასთან დაკავშირებით შეკითხვებს პარტიის ლიდერები ზოგადი ფრაზებით პასუხობენ; მმართველი გუნდი რევოლუციური სცენარის იმედზე მყოფ ოპონენტებს გარანტირებულ მარცხს უწინასწარმეტყველებს • საფრანგეთის გზავნილები სომხეთს და ბაქოს მწვავე რიტორიკა პარიზის მისამართით - ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ სასაზღვრო მონაკვეთში სომხეთის მიერ გახსნილ ცეცხლზე აზერბაიჯანის პასუხი არაპროპორციული იყო, ოფიციალური ბაქო უსაფუძვლო ბრალდებად აცხადებს და რეგიონში საფრანგეთის პოლიტიკას მზაკვრულს უწოდებს • „ერისიონის“ მზადება საგასტროლო ტურნესთვის - შოუ პროგრამა „ქართული საგანძური“ მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში და ქართული ცეკვისა და სიმღერის უნიკალური ნიმუშები ევროპელ მაყურებელთა წინაშე ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: