საომარი მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში
„ალ შიფას საავადყოფო სიკვდილის ზონად იქცა“- ასე შეაფასა ღაზის სამედიცინო დაწესებულებაში არსებული სიტუაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. ამ ვითარების ფონზე კი ისრაელის არმია ჩრდილოეთ ღაზაში ოპერაციას აფართოებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ზაიტუნისა და ჯაბალიას რაიონებში საბრძოლო მოქმედებები აწარმოეს, რის შედეგადაც, მათივე ინფორმაციით, „ჰამასის“ რამდენიმე წევრია განეიტრალებული, დაბომბილია ტერორისტების ინფრასტრუქტურაც. პარალელურად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმება იმ მძევლების გათავისუფლების შესახებ, რომლებიც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმების დროს დაატყვევა. ნეთანიაჰუმ უარყო ის ინფორმაციაც, რომ ისრაელი განიხილავს წინადადებას მინიმუმ 50 გატაცებულის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი კი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ჩაერიოს ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მდგომარეობა სომხეთსა და აზერბაიჯანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ჰამასის“ თავდასხმა - საომარი მდგომარეობა ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მდგომარეობა ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მდგომარეობა ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მდგომარეობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მდგომარეობა უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster