„ჰამასის“ თავდასხმა - საომარი მდგომარეობა ისრაელში

07.10.2023 04:55

საომარი მდგომარეობა გამოცხადდა ისრაელში, სადაც „ჰამასმა“ დღეს დილით მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ასობით მებრძოლი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა და იერიში მიიტანა დასახლებებსა და სამხედრო ობიექტებზე. დაღუპულია ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე და დაშავებულია 1 000-ზე მეტი, რაოდენობა ყოველ წუთს იცვლება. საპასუხოდ ისრაელმა ავიაიერიში დაიწყო ღაზაზე, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 200 და დაშავდა 1 600-ზე მეტი ადამიანი. დაპირისპირება ქვეყნის სამხრეთით ამ დრომდე გრძელდება. ისრაელზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმის ქრონიკა, სალომე თორაძის რეპორტაჟში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: