საომარი ვითარება ისრაელში
ისრაელმა ღამით „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე, ლიბანში დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას ისრაელის არმია ავრცელებს. ასევე, ისრაელმა გასულ ღამეს ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და პალესტინის ისლამური ჯიჰადის 200-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. სამიზნეები მოიცავს შტაბ-ბინას, სადაც „ჰამასის“ რამდენიმე წევრი მოკლეს. პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმებს რაფაჰში 28 ადამიანი ემსხვერპლა. საჰაერო დარტყმების ქვეშ აღმოჩნდა ასევე ხან-იუნისი, სადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად სულ 2 800-მდე ადამიანი დაიღუპა, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კი ისრაელში სულ მცირე 1400-ია. „ჰამასის“ სპიკერმა, აბუ უბაიდამ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ღაზის სექტორში 200-დან 250-მდე ტყვეა. მათი გათავისუფლება კი მას შემდეგ მოხდება, რაც „ადგილზე პირობები ამის საშუალებას მისცემს. უბაიდა ასევე ამბობს, რომ ისრაელის სახმელეთო ოპერაცია „ჰამასის“ მებრძოლებს არ აშინებს და ისინი მზად არიან ამისთვის. რაც შეეხება ღაზის სექტორში მცხოვრებ მოსახლეობას, უბაიდა ამბობს, რომ ისინი არ დატოვებენ ტერიტორიას, რადგან მათი გადაადგილება ზიანს აყენებს ეგვიპტის ეროვნულ უსაფრთხოებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster