საომარი ვითარება ისრაელში

29.10.2023 01:02

უკვე 24 დღეა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია გააფართოვა, აფეთქებების ხმა აქტიურად ისმის ღაზის სექტორში, სადაც დღეს დილიდან ისეთი საკომუნიკაციო საშუალებები აღდგა, როგორიცაა ინტერნეტი და კავშირგაბმულობაა. ღაზა გარე სამყაროს თითქმის 24 საათი იყო მოწყვეტილი. ისრაელის გენერალურ შტაბში ამბობენ, რომ მათი ძალები ბრძოლის მომდევნო ეტაპზე გადადიან. გენერალური შტაბის უფროსი აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს ასობით ადამიანური დანაკარგი აქვს და მათი ინფრასტრუქტურაც განადგურებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: