საომარი ვითარება ისრაელში
ღაზაში უკიდურესად დაძაბული სიტუაციაა. ქალაქის მთავარ საავადმყოფოსთან, სასწრაფო დახმარების ავტომობილზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. პალესტინური მხარის ცნობით, ისრაელმა სასწრაფო დახმარების იმ ავტოკოლონაზე მიიტანა იერიში, რომლითაც ალ-შიფას საავადმყოფოდან დაშავებულები რაფას საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ უნდა გადაეყვანათ. ისრაელის შეიარაღებულ ძალებში იერიშს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებით, „ჰამასის“ მებრძოლები და შეიარაღება გადაჰქონდათ. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განაცხადა, „ჰამასს“ საავადმყოფოს ქვეშ საკონტროლო და სამეთაურო ცენტრი აქვს მოწყობილი, რაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას „ლეგიტიმურ სამიზნედ“ აქცევს. გაერო-ს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ორგანიზაცია მათ თავშესაფრებში შეხიზნული 600 ათასამდე ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვეღარ ახერხებს. ომის გამო, პირდაპირი თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა მათი ხუთი ობიექტი, რასაც საერთო ჯამში 38 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე ობიექტს კი მეტ-ნაკლებად შეეხო საბრძოლო მოქმედებები. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ცეცხლის დროებით შეწყვეტა, როგორც ამას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს, იქამდე არ მოხდება, ვიდრე „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster