ისრაელის ძალები ღაზის სექტორში მასშტაბური შეტევისთვის ემზადებიან - ისინი ჩრდილოეთ ღაზაში მყოფ მოსახლეობას სამხრეთით ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. მასშტაბური შეტევის დაწყებამდე ისრაელის არმიამ ჩრდილოეთ ღაზის ერთ მილიონზე მეტ მცხოვრებს ორი დერეფანი გაუხსნა. ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილს ავტომობილებით, სატვირთოებითა და ქვეითადაც ტოვებენ.
ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორში ლოკალური რეიდებიც ჩაატარეს. ეს საომარი მოქმედებების დაწყებიდან ისრაელის პირველი სახმელეთო ოპერაცია იყო ღაზაში. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი საჰაერო იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ალი ქადი, რომელიც გასულ შაბათს ისრაელის სამხრეთ დასახლებებზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა. ის „ჰამასის“ელიტური ჯგუფის მეთაური იყო.
რაც შეეხება ღაზის სექტორში არსებულ მდგომარეობას, ვითარება მძიმეა, იზრდება ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. გაერო-ს მონაცემებით, ანკლავის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 400 ათასს მიაღწია. გაერო-ს გენერალური მდივანი ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობას ითხოვს, ვინაიდან მოსახლეობა სურსათის, საწვავის, წყლისა და მედიკამენტების დეფიციტს განიცდის.
დღესვე თელ-ავივში დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი და დაკარგული მოქალაქეების ახლობლები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. ისინი მთავრობას მათი ოჯახის წევრების გათავისუფლების პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებენ. არსებული მონაცემებით, „ჰამასს“ მძევლად დაახლოებით 150 ადამიანი ჰყავს. 1 300 ადამიანია მოკლული ისრაელში, 2 200-ზე მეტია დაღუპული ღაზის სექტორში. ასეთია დღევანდელი მონაცემები.
საკმაოდ დიდია კონფლიქტის ესკალაციის და გაფართოების საფრთხე, განსაკუთრებით დასავლეთ სანაპიროზე და ლიბანის საზღვართან. დღეს ისრაელის მთავარი მოკავშირე ქვეყნის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონ ბლინკენი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მისი თქმით, არავის სურს, იხილოს მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვა არც ისრაელში და არც ღაზაში. ამიტომ აშშ მუშაობს ღაზაში უსაფრთხო ზონებისა და საევაკუაციო დერეფნების უზრუნველსაყოფად. ამასთან, ბლინკენმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის გაფართოების აღსაკვეთად, ქვეყნებმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაწიონ.
მოვლენებს დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი წერს რომ: „აშშ მუშაობს ისრაელის, ეგვიპტის, იორდანიის მთავრობებთან და გაერო-სთან მხარდაჭერის გასაზრდელად, რათა შემსუბუქდეს ჰამასის თავდასხმის ჰუმანიტარული შედეგები, შეიქმნას დახმარების მიწოდების აღდგენისთვის საჭირო პირობები და დაცული იყოს ომის კანონი“.
პარალელურად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზის სექტორის საზღვარზე განლაგებულ სამხედროებს შეხვდა და ოპერაციის შემდეგი ეტაპი დააანონსა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.