საომარი მდგომარეობა სომხეთსა და აზერბაიჯანში

28.09.2020

საქართველოდან დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარე ტერიტორია საომარი მოქმედებების ეპიცენტრია. ორთვიანი პაუზის შემდეგ მთიან ყარაბაღში ცეცხლი გაიხსნა, შეტაკებები ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. სადავო ტერიტორიაზე იბომბება დასახლებული პუნქტები, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. კონფლიქტის 32-წლიან ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შეწყვეტას ახლა საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს. ვინ დაარღვია პირველმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - მხარეები საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში და მოქალაქეებზე თავდასხმაში ამჯერადაც ერთმანეთს ადანაშაულებენ.  დაპირისპირებულ მხარეებთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებს, რომლებიც სომხეთს და აზერბაიჯანს დიალოგისკენ მოუწოდებენ. კონფლიქტის მონაწილეებთან მოლაპარაკებას გეგმავს გაერო-ს გენერალური მდივანიც. საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტაზე, მსოფლიო ლიდერების მოწოდებების მიუხედავად, შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. დიალოგის აუცილებლობაზე აქტიურად საუბრობს ოფიციალური თბილისიც, უფრო მეტიც  საქართველო მზად არის კონფლიქტის მოგვარების პროცესში შუამავლის როლი იკისროს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საომარი მდგომარეობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
04:07

საომარი მდგომარეობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან
01:02

შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
04:25

საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
01:53

საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სომხეთმა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა
09:12

სომხეთმა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზა...

Droeba • დროება

აზერბაიჯანი სარაკეტო შეტევებში სომხეთს ადანაშაულებს - კონფლიქტის მე-14 დღე მთიან ყარაბაღში
03:27

აზერბაიჯანი სარაკეტო შეტევებში სომხეთს ადანაშაულებს - კონფლი...

Formula News

„ჰამასის“ თავდასხმა - საომარი მდგომარეობა ისრაელში
04:55

„ჰამასის“ თავდასხმა - საომარი მდგომარეობა ისრაელში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საომარი მდგომარეობა ისრაელში
05:37

საომარი მდგომარეობა ისრაელში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო