პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1975 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს და არასრულწლოვან შვილს სხვადასხვა დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, ასევე, სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ბათუმში 1 პი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
დაკავება ოჯახში ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შემთხვევა ფოთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება ოჯახში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით რუსთავში ერთი პირი დააკა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო