დაკავება ოჯახში ძალადობის ბრალდებით
სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ერაყის მოქალაქე, ამჟამად საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლების მქონე, 1976 წელს დაბადებული თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშნულმა პირმა 30 აპრილს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციას მიმართა და სახლიდან გაქცეული არასრულწლოვანი შვილების მოძებნაში დახმარება ითხოვა. იმავე დღეს, პოლიციას აღნიშნული მოქალაქის არასრულწლოვანმა შვილებმაც მიმართეს და განაცხადეს, რომ მამა მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა. საგამოძიებო პროცესებში ჩაერთნენ სოციალური მუშაკებიც, რომლებმაც ორივე გოგონა დაუყოვნებლივ მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაადგინა, რომ დაკავებული საკუთარ შვილებზე ძალადობდა, რის გამოც იგი დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაკავება ოჯახში ძალადობის ბრალდებით
TV Pirveli
დაკავება ოჯახური ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
დაკავება ოჯახში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 17:00 საათზე - 22 მაისი, 2019 წელი
TV IMEDI
ჩამოიქცა სამართალი, უდანაშაულო ჩემს ძმას არავის დავასჯევინებ...
Tv Kavkasia
საზარელი დანაშაული, რომლის მსხვერპლი 9 წლის გოგონა გახდა და...
TV IMEDI