ჩამოიქცა სამართალი, უდანაშაულო ჩემს ძმას არავის დავასჯევინებთ -მიხეილ კალანდიას ძმა
06/05/2019
Tv Kavkasia-ის
მიერ
(ახალი ამბები 05.06 2019)
ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმა ლუკა კალანდია, რომელიც მამასთან ერთად დანაშაულის დაფარვაშია მხილებული, ამბობს, რომ მისი ძმის დაკავება პოლიტიკურია და სარალიძის მკვლელობის ნაწილში იმ მოზარდის სახელს ასახელებს, რომელიც ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. ლუკა კალანდია აღიარებს, რომ სარალიძის მკვლელობისთვის მის ძმასთან ერთად დაკავებულ არასრულწლოვანს, გ.ჯ-ს მკვლელობის დღეს, მიმალვაში მისი ოჯახი დაეხმარა. თუმცა მტკიცებულებელი არ გაუნადგურებიათ.
ლუკა კალანდია ასევე ამბობს, რომ 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვისას, მასზე, მის ძმასა და მამაზე, პოლიციელების მხრიდან, ფიზიკური და მორალური ზეწოლა განხორციელდა ,როცა სამართალდამცავები მათგან ხორავას ქუჩის სისხლიანი ტრაგედიის დეტალების გარკვევას ცდილობდნენ.
ლუკა კალანდია ყვება, რომ მიხეილ კალანდიას ჩვენება მერაბ მორჩაძემ შეაცვლევინა. მისი თქმით, მორჩაძე მათთან 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში ივანე ნაკაიძემ მიაგზავნა, რომელიც ერთ-ერთი დაკავებულის, უკვე მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს ბიძა, ასევე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
მიხეილ კალანდიას ძმა ხორავას ქუჩის საქმის დღემდე უცნობ დეტალებზე პირველად ალაპარაკდა. ლუკა კალანდიას ინფორმაციით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვაზე მათ წინააღმდეგ ფიზიკური და მორალური ზეწოლა განხორციელდა და ხელი ძალადობით მოაწერინეს ჩვენებაზე, რომელიც მათი დაწერილი არ იყო.
გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi