შემთხვევა ფოთში

13.01.2020 00:55

ქალაქ ფოთში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებითა და ნაკვეთი ჭრილობებით ქალაქის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებები მას ქმარმა მიაყენა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადამ პირველადი დახმარება 34 წლის ქალს ადგილზე გაუწია და შემდგომი კვლევებისათვის საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის, პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: