პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული რ.დ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ბათუმში, მეუღლეს - 1971 წელს დაბადებულ ე.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პოლიციამ რ.დ. მომხდარიდან მალევე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო