სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

15.05.2020 00:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ.ა. ადიგენის რაიონში დააკავეს. მას ბრალი ედება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ორი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მამის მიმართ განხორციელებულ მუქარაში. ​დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ​გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ.ა.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს - 2005 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს. ასევე, ბრალდებულმა მამაკაცმა, თავისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - 1946 წელს დაბადებულ პ.ა.-ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ​გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 11 პირი დააკავა
00:15

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 11 პი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ნინოწმინდაში ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის 1 პირი დააკავა
00:22

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ნინოწმინდაში ოჯახში ძალადობისა და...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
00:24

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ძალადობაში ბრალდებულ პირზე ელექტრონული ზედამხედველობა დააწესა
00:19

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ძალადობაში ბრალდებულ პირზე ელექტრო...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დაკავება განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით
00:23

დაკავება განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
00:25

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
00:20

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ახალციხის მუნიციპალიტეტში ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
00:34

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ახალციხის მუნიციპალიტეტში ძარცვის...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო