შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 11 პირი დააკავა

16.03.2018 00:15

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტზე მყისიერ და კანონის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას ახდენს. 2 მარტიდან დღემდე, პოლიციამ შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და ქვემო ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 11 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გ.წ., ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით, გორში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცოლს - 1988 დაბადებულ ნ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მან ყელისა და მაჯის არეში ბასრი საგნით დაზიანებები მიიყენა. ნ.კ. დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი გორის სამკურნალო დაწესებულებაში. ამ დროისთვის, მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115-ე მუხლით. სამართალდამცველებმა გორში კიდევ ერთი ოჯახში მოძალადე - 1991 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს, რომელმაც ორსულ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავა
00:22

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით გორში 1 პირი დააკავა
00:23

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით გორში...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით კასპში 1 პირი დააკავა
00:20

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით კასპშ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 19 პირი დააკავა
00:16

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 19 პი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
00:23

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
00:24

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ გურჯაანში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა
00:19

შსს-მ გურჯაანში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ სიღნაღში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
00:25

შსს-მ სიღნაღში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო