შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 19 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქუთაისში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ არასრულწლოვან, 2003 წელს დაბადებულ მეუღლეს ბასრი საგნით გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა- 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლით. Facebook : / miaofgeo Twitter : / miaofgeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ გურჯაანში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით რუსთავში ერთი პირი დააკა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბოლო პერიოდში ჩატარებული,...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 11 პი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო