დაკავება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ბრალდებით

05.09.2020 00:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. აღნიშნული პირი ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ბათუმში ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ პირს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine