გურამ ოდიშარია საერთაშორისო ფონდის ''SOS Talents'' კონცერტზე

12/17/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

12 დეკემბერს, პარიზში, შანზელიზეზე, მარსელ დასოს ცნობილ სასახლეში გაიმართა საერთაშორისო ფონდის „SOS Talents\"-ისა და ფრანგული კომპანიის „Dassult Group\"-ის მიერ ორგანიზებული გალა კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას იღებდა 5 ახალგაზრდა პიანისტი, მათ შორის ორი ქართველი ვირტუოზი ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე.
კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადობას სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟისკარ დესტენი, ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაინიუს პავალსკი, ცნობილი ფრანგული ტელეარხის „MEZZO\"-ს დირექტორი ქრისტოფ ვინკელი, საფრანგეთის ყოფილი მინისტრისა და მოქმედი სენატორის ჟან-პიერ შევენმანის მეუღლე იზა შევენმანი, მსოფლიოში ცნობილი ბრილიანტების დინასტიის შთამომავალი ლედი შოპარი და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიებას საფრანგეთის ტელეარხმა TV5-მა ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან გურამ ოდიშარიასთან.
უკვე რამდენიმე წელია, ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს საერთაშორისო ფონდის „SOS Talents -- Michel Sogny\" მეშვეობით აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ნიჭი ფართო საზოგადოების წინაშე ევროპის სხვადასხვა ქალაქში წარმოაჩინონ. მიშელ სონისა და „SOS TALENTS\"-ის სახელს უკავშირდება ისეთი წარმატებული ქართველი პიანიტსების სახელები, როგორიცაა ხატია ბუნიათიშვილი, თამარ და ნათია ბერაიები, ანა გოგავა, ანა ყიფიანი, შალვა გვენეტაძე, თედო დიაკონიძე და ა.შ.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან