გურამ ოდიშარია საერთაშორისო ფონდის " SOS Talents" კონცერტზე
12 დეკემბერს, პარიზში, შანზელიზეზე, მარსელ დასოს ცნობილ სასახლეში გაიმართა საერთაშორისო ფონდის „SOS Talents"-ისა და ფრანგული კომპანიის „Dassult Group"-ის მიერ ორგანიზებული გალა კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას იღებდა 5 ახალგაზრდა პიანისტი, მათ შორის ორი ქართველი ვირტუოზი ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე. კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადობას სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟისკარ დესტენი, ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაინიუს პავალსკი, ცნობილი ფრანგული ტელეარხის „MEZZO"-ს დირექტორი ქრისტოფ ვინკელი, საფრანგეთის ყოფილი მინისტრისა და მოქმედი სენატორის ჟან-პიერ შევენმანის მეუღლე იზა შევენმანი, მსოფლიოში ცნობილი ბრილიანტების დინასტიის შთამომავალი ლედი შოპარი და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას საფრანგეთის ტელეარხმა TV5-მა ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან გურამ ოდიშარიასთან. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გურამ ოდიშარია საერთაშორისო ფონდის ''SOS Talents'' კონცერტზე
culturegovge culturegovge
საქველმოქმედო ფონდი „ლირა"
culturegovge culturegovge
ვიზიტი ჟენევაში
culturegovge culturegovge
ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა...
culturegovge culturegovge
ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა...
culturegovge culturegovge
მიშელ სონის საფორტეპიანო მეთოდის საფუძვლები "იმედის" ეთერში,...
Elisso Bolkvadze