ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა კონცერტი

17.03.2015 03:32

16 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ნორჩ მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა პიანისტებმა, მათ შორის ორი ქართველი ვირტუოზი ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე, რომლებიც უკვე ორი წელია მიშელ სონის საერთაშორისო ფონდის “SOS Talents“-ის სტიპენდიანტები არიან. კონცერტს იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე დაესწრო. პიანისტმა იმ ნორჩ ხელოვანებს მოუსმინა, რომლებიც შესაძლოა შემდგომში სწორედ ფონდ “SOS Talents“-ის სტიპენდიანტები გახდნენ. კონცერტს ასევე დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. ფონდი „SOS TALENTS“ რამდენიმე წლის წინ ცნობილმა მუსიკოსმა და პედაგოგმა მიშელ სონიმ დააარსა. ფონდის ძირითადი იდეაა ახალგაზრდა ნიჭიერ პიანისტთა ხელშეწყობა საერთაშორისო სცენაზე დასამკვიდრებლად და მათი მუსიკალური კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა. ამჟამად ფონდში ირიცხება 12 წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან, ბევრი მათგანი კი ამავე ფონდის სტიპენდიანტია. „SOS Talents“-ის ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტი გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძეა. უკვე რამდენიმე წელია, ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს საერთაშორისო ფონდის „SOS Talents – Michel Sogny“ მეშვეობით აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ნიჭი ფართო საზოგადოების წინაშე ევროპის სხვადასხვა ქალაქში წარმოაჩინონ. მიშელ სონისა და „SOS TALENTS“-ის სახელს უკავშირდება ისეთი წარმატებული ქართველი პიანიტსების სახელები, როგორიცაა ხატია ბუნიათიშვილი, თამარ და ნათია ბერაიები, ანა გოგავა, ანა ყიფიანი, შალვა გვენეტაძე, თედო დიაკონიძე და ა.შ. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა კონცერტი
00:44

ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა...

culturegovge culturegovge

ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის რემონტი დასრულდა
03:28

ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის რემონტი დას...

culturegovge culturegovge

ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის გუნდი კონცერტისთვის ემზადება
10:55

ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის გუნდი კონცე...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

გილოცავთ შობა-ახალ წელს
01:23

გილოცავთ შობა-ახალ წელს

ilia jimsheleishvili

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ხალხური სიმღერის გუნდის ამერიკული ტურნე
14:33

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ხალხური სიმღერის გუნდი - \"ნამგლური\"
03:02

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდის კონცერტი
13:20

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის...

TV religia

საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი
02:47

საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი

E. Mikeladze Central Music School

ყველა ვიდეო