ვიზიტი ჟენევაში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიასა და მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის ოფიცილური ვიზიტი ჟენევაში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში კულტურის სამინისტროს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ჟენევის კანტონისა და რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტთან შარლ ბეერთან, მთავარი საბჭოს (პარლამენტი) პრეზიდენტთან გაბრიელ ბარილიერთან და ქალაქ ჟენევის მერთან რემი პაგანისთან. მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე ასევე შეხვდნენ ჟენევის ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმის დირექტორს ჟან-ივ მარენს. 14 მაისს, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოსა და ლიტვის მუდმივი წარმომადგენლობების მხარდაჭერითა და საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტის მიშელ სონისა და ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის ორგანიზებით, ჟენევაში, გაეროს ოფისში, ახალგაზრდა ქართველი და ლიტველი პიანისტების „სოს ტალანტის" ლაურეატების კონცერტი „ახალგაზრდობის გასაღები" გაიმართა. კონცერტს საქართველოს კულტურისა და ძგლთა დაცვის სამინისტროს დელეგაციაც დაესწრო. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ზალკალიანის ვიზიტი ჟენევაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფანჯიკიძის ვიზიტი ჟენევაში TV3
TV3
ბერუჩაშვილის ვიზიტი ჟენევაში 03.03.2015
Tv Dia
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჟენევაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჟენევაში - რა პრობლემებზე გაამახვ...
Maestro Television
ახალი 6 | ვიზიტი ჟენევაში | 09.10.12
GeoArchive
ახალი 12 | ვიზიტი ჟენევაში | 24.06.13
GeoArchive
ჯანდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ჟენევაში ჯანდაცვის მსო...
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო